HENRI CARTIER-BRESSON
უილიამ ფოლკნერი, Rowan Oak in 1947
თამაზ ხუციშვილი
სუფრული
რუსმა ჟურნალისტებმა მოსკოვიდან ჩამოაკითხეს მხატვარ თამაზ ხუციშვილს, მასთან ერთად მოიქეიფეს და ჩინებული - სახალისო და ნიჭიერი ნაამბობი გაიყოლეს ძღვნად. გაიყოლეს და მთელ დუნიას უწილადეს >>> იუმორით, ხალისით და გონებამახვილობით გაჯერებულ ჰამბავთა თაიგული (სადაც ნამდვილი და გამოგონილი ისევე უნდა ამშვენებდეს ერთმანეთს, როგორც მოცეკვავეს - ხანჯალი) ალბათ, ყველა მეტ-ნაკლებად ცოცხალს მოჰგვრის ჰალალ ღიმილს. ქვემოთ ორიგინალის სრული თარგმანია წარმოდგენილი.



ფარისევლები
ფრესკაზე დაღუპული ფალოსი
იტალიელმა რესტავრატორებმა 1265წ. ფრესკა შერყვნეს. ეს ფრესკა 1999წ. აღმოაჩინეს ტოსკანაში, ქ. მასსა-მარიტიმას ცენტრში მდებარე შ.ს. სასახლის მიმდებარედ. ფრესკაზე ნაყოფიერების ხეა გამოსახული. ხეს ხილად მამაკაცის ფალოსები ესხა (რიცხვით - 25), ხოლო ხის ქვეშ დედაკაცთა ჯგუფი ნაყოფის დამწიფების მოლოდინშია.
რესტავრატორებმა ფალოსების მეტი წილი წაშალეს და მათ ადგილას თეთრი ლაქებიღა დატოვეს.
ვინ იტყვის, რომ ადამიანური სიბნელე და ფარისევლობა კალენდარული მოვლენაა?
 იხ. >>>  და >>>

ანგელოზნაკბენი
   იქნებ ოდესმე ჩემ და "ულისეს" შეხვედრისა ვთქვა...
კარგი...
მოხდა ისე, რომ ჩემ ცხოვრებაში პირველი "ულისე" შემოვიდა - ძალიან, ძალიან ადრე, ჯერ კიდევ "ხომლიდან"; ჯერაც ლაწირაკი ვარ. და მერეღა ავიღე ხელში "პორტრეტი". "ულისეს" "შემოსვლამ" 10-12 წელს გასტანა და ბოლოს წარღვნად თუ მიწისძვრად დაიქუხა. ხოლო "პორტრეტი"... ვმკრეხელობ ცოდვილი... მაგრამ უფრო ამაზრზენი აღარც მერე მინახავს რამე. ცხადია, ასეთი ავადმყოფური რეაქცია უაზრო, ზღვარგადასული მოლოდინის ბრალი იყო. მშვენივრად გავაცნობიერე მაშინვე (ისევ ლაწირაკმა), რომ "პორტრეტის" გარეშე ვერც "ულისეს" ეღირსებოდა კაცობრიობის ერთი, მეკლდეურებივით მცირერიცხოვანი ნაწილი. და მაინც... დამიტოვა "პორტრეტმა" უამური რამ განცდა. (მოგეხსენებათ, ბნელ დროებაში მდიდართა ნაშიერების გზაზე დაყენების ერთი ხერხთაგანი ესეც იყო: დახატავდნენ საქმრო-საცოლის პორტრეტებს, მიართმევდნენ ადრესატს, შეუქებდნენ სიტყვითაც და... ხშირად ამგვარად სერიოზული რომანებიც იბმებოდა. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენთვის რომ თვალადი ასულის//ვაჟის სურათი მოერთმიათ, შემოგნთებოდათ სენი სიყვარულისა, და დევირტუალიზაციის ჟამს მწარე იმედგაცრუებას შეეპყრეთ... დაახლოებით ამას ჰგავდა ჩემი რეაქცია ჯოისის პირველ რომანთან შეყრისას).


"პოეზია და სხვა"
სტენლი კუნიცი
სხეულის სიბრძნე 
თარგმანი - თინათინ ცანკაშვილი
   პოეზია ერთსა და იმავე დროს ერთობ პრიმიტიული და თან ერთობ რთული ფორმაა ენის გამოყენებისა, მაგრამ მე მინდა შევჩერდე პირველ განსაზღვრე-ბაზე, რომელიც, ვგონებ, უფრო მნიშვნელოვანია. ქურუმი ან ტომის შამანი, შელოცვებს რომ ბუტბუტებდა, ძალზე ახლოს იყო პოეტური გამოცდილების სათა-ვეებთან. ნებისმიერ ბავშვს, რო-მელსაც ოდესმე თითზე დაუსვამს ჭიამაია, სული შეუბერავს თანაგრძნობით და წარმოუთქ-ვამს: \"ჭია, ჭია, მაია, მე შენ დედას გაპოვნინებ, შენ მე დედა მაპოვნინე...\" იმ წუთში თავადაც რომ არ სცოდნია, ისე შეუს-რულებია ძველი ჩვეულება, ჯადოქრული მსახურება. ამ შელოცვის ვარიაციები შემონახულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისინი წარმოითქმება, სულ ცოტა, ათეულობით სხვადასხვა ენაზე და განიმარტება, როგორც ძველი კულტების - მზის, იზიდას და სხვათა ნაშთები. პოეტური სიტყვა ჟღერდა ადამიანური არსებობის გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველ სიმბოლოებს კი არ წარმოთქვამდნენ, არამედ მღეროდნენ ან ცეკვით გამოხატავდნენ.


სამადლობელი
კაცი, რომელიც არის ხუთშაბათი
 ბ-ნ რეზოსგან შედევრებით ქართველ-არაქართველთა განებივრება "არაჩვეულებრივი გამოფენით" (სცენარით) დაიწყო და აგერ, 21-ე საუკუნეშიც გრძელდება. მაგრამ ჩემთვის "ქუთაისი ქალაქია" განსაკუთრებით ძვირფასი აღმოჩნდა: ჩემდა გასაოგნებლად, ამ ზღაპრულ ტექსტში  ჩემი  სამი საყვარელი  მწერლის "ხმას" წავაწყდი.
  სამნი ბრძანდებიან: მარკ ტვენი, ჩესტერტონი და ჯოისი.


ეს არის ხულიგანი?
ჰენრი მილერი
განსჯანი მწერლობაზე
თარგმანი  - თინათინ ცანკაშვილი

 ერთხელ კნუტ ჰამსუნმა ანკეტის შევსებისას ასეთი რამ ბრძანა: მარტოოდენ დროის მოსაკლავად ვწერო. ეგებ, გულწრფელიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ცდებოდა. მწერლობა, როგორც თავად სიცო-ცხლე, ესაა მოგზაურობა რაღაცის შეცნობის მიზნით. იგი მეტაფი-ზიკური თავგადასავალია: რეალო-ბის არაპირდაპირი გაცნობიერების საშუალებაა, რომელიც ნებას გრთავს მოიპოვო ერთიანი და არა შეზღუდული თვალსაზრისი სამ-ყაროს შესახებ. მწერალი არსებობს ყოფის ზედა ფენასა და ქვედას შორის და მიემართება ბილიკით, მათ რომ აკავშირებს, რათა, ბოლოს და ბოლოს, თავად იქცეს ამ ბილიკად.


დაუვიწყარი
PHIL&შოფერი
   ეს ხდება NYC-ში. თავდაღერილი მივალ საცხა, ტაიმს-სკვერის შორი-ახლოს. მესმის უჰალალესი, ნაღდი ჯაზის რიტმი. (ის ტრუხა - არა, გაბლატავებულ ჯაზ-კლუბებში რომ მოისმენთ). უჰალალესი!!!


დიდი დანელა
მარკ ტვენს უთუოდ ეამებოდა...
თუ დიდხანს არ გინახავს დანელას "ჰეკლბერი", თავიდან, ყურების დაწყებისას, ეს აზრი გებადება: ეს ფილმი რად არ არის შერაცხული აბსოლუტურ შედევრად? ხსენებულ აზრს მაღალნიჭიერად დადგმული სცენები, ტიპაჟი, მსახიობების ზუსტი, ნიუანსირებული გარჯა და, რაც მთავარია, კინოსთვის უჩვეულოდ ვირტუოზული დეტალიზაცია ბადებს. დანელას ტალანტი ისეთი თავისუფალია ფრენა-ფრენაში, ჰეკი "არ დაიდარდოს" მოტივს უსტვენს მამის ხავერაში (!!!) მაგრამ მერე და მერე, უფრო კი ფინალში, ცხადი ხდება, ჰოლივუდის ნაგავს დახარბებული ხეპრე რად არ სწყალობს ქართულ-რუსულ "ჰეკს": ფილმი ნამდვილი დასასრულის, კადენციის გარეშეა. ისღა შეიძლება გაიხსენო, რომ: ა) დანელა არც არასოდეს ყოფილა კადენციების მდევარი (ორიოდე გამონაკლისი საერთო სურათს არ ცვლის) - არამედ ყოველთვის დეტალის ან სცენის/ეპიზოდის (არა - კადრის) და მონტაჟის (არა - კადენციის) მაესტრო იყო... და ბ) "ჰეკლბერის" ღირსეული დასრულება რომ საერთოდ შესაძლებელი ყოფილიყო, ამას მ-რ მარკ ტვენიც მოახერხებდა. (ჰემის სიტყვა გაიხსენეთ). 


ბრძენი ბავშვი ხორხეია...
ხორხე ლუის ბორხესი
დრო
თარგმანი - თინათინ ცანკაშვილი
 ნიცშეს არ უყვარდა, როცა გვერდი-გვერდ აყენებდნენ გოე-თესა და შილერის სახელებს. ჩვენ დავძენთ, რომ ასეთივე უპატივცე-მულობაა სივრცისა და დროის გაერთიანება, მით უმეტეს, რომ ჩვენ შეგვიძლია აბსტრაჰირება მხოლოდ სივრცისაგან და არა დროისაგან.
დავუშვათ, რომ ხუთი გრძნობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი. დაე, იყოს ეს სმენა. მაშინ გაქრება მხედველობითი სამყა-რო, ანუ გაქრებიან ცის თაღი, ვარსკვლავები... რაკი დავკარ-გავთ შეხების გრძნობას, გაუჩი-ნარდება არასწორი, გლუვი, ხორკლიანი. თუკი ჩვენ დავკარ-გავთ, ასევე, ყნოსვასა და გემოს, დაიკარგება ენასა და ცხვირში ლოკაზილებული შეგრძნებანი. დარჩება მხოლოდ სმენა. მაშინ ჩვენ წინაშე წარმოსდგება უსივრცო სამყარო. ინდივიდუალობათა სამ-ყარო; ინდივიდუალობათა, რომელთაც შეუძლიათ ერთიმეორესთან ურთიერთობა.


NEWYORKERS
ჩვენებურები
Сlick on the image and listen
ღმერთმანი, ეს ფოტო არ მენახა...
იცხოვრა... 
ზაპასოფია
ზაპას თავისუფლებას ყველა მოკვდავში სძინავს.
სძინავს და გამოღადრულ ოცნებად ფეთქავს.
ოცნების აცოცხლებას არ ჭირდება, იყო ზაპა.
საკმარისია, გაზაპდე.
იგრძენ ზაპობა!

main page